სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო მიიჩნევს, რომ უკრაინაში კონფლიქტი დასასრულს უახლოვდება.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უკვე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დასასრულს ვუახლოვდებით“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს მოსკოვში ჩასვლის შემდეგ.
„მთავარი გზავნილი, რომლის გადაცემაც პრეზიდენტ პუტინისთვის მსურს, მთავარი სიტყვა არის დიალოგი. ჩვენ უნდა შევხვდეთ და ერთად ვისაუბროთ. მე ნებისმიერი სახის ზავის აბსოლუტური მომხრე ვარ. მიმაჩნია, რომ სჯობს მოლაპარაკებების წარმოება“, – განმარტა ფიცომ.
კომენტარები
