საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ღვინის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ გალა კონცერტს დაესწრო, რომელიც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა.
მუსიკალურ-თეატრალური წარმოდგენა ქართული ღვინის კულტურისა და მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის წარმოჩენას ისახავდა მიზნად.
გალა კონცერტი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა და მას პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობების, ბიზნესის წარმომადგენლები და სასულიერო პირები დაესწრნენ.













კომენტარები
