უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსცა ოფიციალური განკარგულება, რომლითაც რუსეთს 9 მაისს მოსკოვში, წითელ მოედანზე, სამხედრო აღლუმის ჩატარების ნება დართო. განკარგულების ტექსტი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„მრავალრიცხოვანი თხოვნის გათვალისწინებითა და ჰუმანიტარული მიზნით, რომელიც 2026 წლის 8 მაისს ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებების დროს განისაზღვრა, ვადგენ: ნება დაერთოს 2026 წლის 9 მაისს ქალაქ მოსკოვში (რუსეთის ფედერაცია) აღლუმის ჩატარებას“, – ნათქვამია დოკუმენტის ტექსტში.
დოკუმენტი ასევე მკაფიოდ განსაზღვრავს აღლუმის დროსა და სივრეს: კიევის დროით დილის 10 საათიდან (თუმცა, აღლუმის დასრულების ზუსტი დრო მითითებული არ არის) და მკაცრად წითელი მოედნის ფარგლებში.
კომენტარები
