ვფიქრობდი, რომ ბატონ პეტერს მხოლოდ ვენის კონვენციასთან ჰქონდა პრობლემა, მაგრამ როგორც ჩანს, მას ზრდილობასთანაც პრობლემა აქვს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან საქართველოში გერმანიის ელჩთან, პეტერ ფიშერთან დაკავშირებით.
მან ამგვარად უპასუხა ჟურნალისტის კითხვას გერმანიის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ იგი არ ფიქრობს, რომ ევროკავშირის რომელიმე წევრს და ელჩს სჭირდება იმის ახსნა, რა არის ევროპა და რომ ამ თემაზე პაპუაშვილის განცხადებით შეწუხებულია.
„ვფიქრობდი, რომ ბატონ პეტერს მხოლოდ ვენის კონვენციასთან ჰქონდა პრობლემას, მაგრამ როგორც ჩანს, მას ზრდილობასთანაც პრობლემა აქვს. ძალიან სამწუხაროა, რასაც ვაკვირდებით ჩვენ, რაც გაუკეთა ამ ერთმა ადამიანმა ქართულ-გერმანულ ურთიერთობას. ფაქტია, მთელი საზოგადოება სულმოუთქმელად ველით, როდის დატოვებს ის საქართველოს. დარჩა სულ რამდენიმე კვირა მისი ყოფნისა საქართველოში. ასე რომ, ველით, რომ ის დატოვებს საქართველოს და ქართულ-გერმანული ურთიერთობის ეს მომენტი დაგვავიწყდება”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
