ვფიქრობ, პატრიარქის არჩევა მშვიდ ვითარებაში ჩაივლის და, რა თქმა უნდა, პატრიარქის ტახტზე ღირსეული კანდიდატი შეირჩევა იმ სამი კანდიდატიდან, რომლებიც ცნობილია, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა არა მხოლოდ საქართველოს ეკლესიის ცხოვრებაში, არამედ ერისა და ქვეყნისთვისაც.
„ამ წინასაარჩევნო პერიოდმა დაგვანახა, რომ გარკვეული ძალების მხრიდან არსებობდა პროცესის დისკრედიტაციისა და ურთიერთთავდასხმის მცდელობები. ცდილობდნენ, ამ პროცესისთვის რაღაცნაირად ჩრდილი მიეყენებინათ, თუმცა საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ყველაფერი მაინც ისე წარიმართა და წარიმართება, როგორც საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერის ინტერესებშია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
