ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამედ ბაყერ ყალიბაფმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის შეიარაღებული ძალები მზად არიან „საკადრისი“ პასუხი გასცენ აშშ-ის ნებისმიერ განახლებულ სამხედრო ქმედებას.
„მცდარი სტრატეგიები და მცდარი გადაწყვეტილებები ყოველთვის მცდარ შედეგებამდე მიდის“, – დასძინა yალიბაფმა პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ყალიბაფმა, რომელიც თეირანის მხრიდან ერთ-ერთი მთავარი მომლაპარაკებელია, აღნიშნა, რომ ირანი ყველა სცენარისთვის მზადაა და დაამატა, რომ „ისინი“ გაოცებულნი დარჩებიან.
კომენტარები
