ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა იტალიურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ დროა ევროპამ რუსეთთან საუბარი დაიწყო.
მისი განცხადებით, ეს საკითხი ევროპელ ლიდერებთან მას უკვე განხილული აქვს, თუმცა ზუსტად არ იცის, როდის დაიწყება დიალოგი.
„თუ ამერიკელების პოლიტიკა რუსეთთან და უკრაინასთან დაკავშირებით ევროპის ინტერესებს არ პასუხობს, როგორც ვფიქრობ, მაშინ პირდაპირი ურთიერთობა უნდა დავამყაროთ. დიახ, დროა რუსეთთან საუბარი დავიწყოთ. ჩვენ ეს განვიხილეთ ევროპელ ლიდერებთან, რომლებიც კონტაქტებს დაამყარებენ, თუმცა ჯერ არ ვიცით, როდის“, – განაცხადა სტუბმა.
როგორც ფინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ყველაზე მნიშვნელოვანია კოორდინაცია, განსაკუთრებით E5 ქვეყნებს შორის (გერმანია, საფრანგეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი).
კომენტარები
