ლეიბორისტული პარტიის დეპუტატების რაოდენობა, რომლებიც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს გადადგომისკენ მოუწოდებენ, 64-მდე გაიზარდა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
დეპუტატები მოუწოდებენ სტარმერს, ან დაუყოვნებლივ გადადგეს, ან განსაზღვროს პოსტის დატოვების კონკრეტული თარიღი.
პროტესტის ნიშნად თანამდებობები დატოვეს მინისტრების თანაშემწეებმა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ვიცე-პრემიერ დევიდ ლემის პირადი მდივნის პოსტი დატოვა მელანი უორდმაც. სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ის აღნიშნავს, რომ კირ სტარმერმა მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, თუმცა გასულ კვირას ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შედეგებმა ნათლად გამოხატა ხალხის გზავნილი.
„ბიბისი“ წერს, რომ მოვლენები სწრაფად ვითარდება და სტარმერი რთულ და სუსტ პოზიციაში იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში ადგილობრივ არჩევნებში მიღებულმა შედეგებმა კირ სტარმერის პოზიციები მნიშვნელოვნად შეასუსტა. ბოლო დღეებში ლეიბორისტი დეპუტატები პრემიერ-მინისტრს საჯაროდ მოუწოდებენ, გადადგომის თარიღი დაასახელოს.
