საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, სვეტიცხოვლის ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ინტრონიზაციას დაესწრო.
ინტრონიზაცია ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ღვთისმშობლის წილხვდომილობისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო წირვაზე შედგა.
საქართველოს პრეზიდენტი სვეტიცხოვლის ტაძარში შვილებთან, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერთან კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.










კომენტარები
