ამოღებულია სატვირთოს სამალავში ნაპოვნი დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება. აკრძალული ტვირთი სავარაუდოდ, შავ ბაზარზე სარეალიზაციოდ იყო განკუთვნილი. ქართველმა სამართალდამცველებმა ირანის მოქალაქე დააკავეს. მისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, პოლიციამ ნივთმტკიცებად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონის“ შემცველი 13 128 აბი ამოიღო.
გამოძიება გრძელდება.
კომენტარები
