არა მარტო ქართულ ეკლესიაზეა შეტევა, ზოგადად საზოგადოებაზეა შეტევა. იმ საზოგადოებაზე, რომელმაც თავი გვაჩვენა, როდესაც ვგლოვობდით პატრიარქ ილია მეორეს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი ახალი პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის განცხადებებს.
დეპუტატი ფიქრობს, რომ ეკლესიაზე შეტევა სწორედ ბნელი, პრაგმატული პოლიტიკური მიზნითაა განპირობებული.
„ეკლესიას განიხილავენ როგორც თვითმყოფადობის შენარჩუნების ერთ-ერთ ბურჯს. არა მარტო ქართულ ეკლესიაზეა შეტევა, ზოგადად საზოგადოებაზეა შეტევა. იმ საზოგადოებაზე, რომელმაც თავი გვაჩვენა, როდესაც ვგლოვობდით პატრიარქ ილია მეორეს. ეკლესიაზე შეტევა სწორედ ბნელი, პრაგმატული პოლიტიკური მიზნითაა განპირობებული“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
კომენტარები
