დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი უეს სთირინგი თანამდებობის დატოვებისთვის ემზადება. ინფორმაციას The Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სთირინგმა თანამდებობა, შესაძლოა, 14 მაისს დატოვოს. სავარაუდოდ, ის საკუთარ კანდიდატურას „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერის თანამდებობაზე წარადგენს, რითაც მოქმედ პრემიერ-მინისტრს კირ სტარმერს კონკურენციას გაუწევს.
სთირინგის თანამოაზრეების თქმით, მან დღეს კირ სტარმერთან მოკლე შეხვედრა გამართა. მათი განცხადებით, სთირინგმა პრემიერს აცნობა, რომ ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.
როგორც The Times-ი იუწყება, ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატები განაგრძობენ მოლაპარაკებებს სხვა კანდიდატების თაობაზე, რომლებსაც პოტენციურად „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერობა შეუძლიათ.
კომენტარები
