კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია ქართული თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ევროპარლამენტისა და მოლდოვის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს.
„ეს არის სრულიად მიუღებელი გადაწყვეტილება და სამწუხაროა, რომ დღეს ევროპარლამენტი მოქმედებს მოლდოვის დემოკრატიული სტანდარტით. ეს არის არგუმენტებისგან და ყოველგვარი ლოგიკისგან აბსოლუტურად დაცლილი გადაწყვეტილება, რომელიც მიმართულია თავისუფალი სიტყვის, თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. ჩვენ ვიცით, რომ ევროპა არის დემოკრატიული გარემო, სადაც ნებისმიერ ტელევიზიას თუ ადამიანს, მიუხედავად განსხვავებული აზრისა, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, საკუთარი აზრი დააფიქსიროს“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს” საქმიანობა 1 წლით აუკრძალა. მოლდოვამ კი სამ ქართულ მაუწყებელს – „იმედს”, „რუსთავი ორსა“ და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი განმარტების გარეშე უთხრა.
