„ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი ქართული თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ევროპარლამენტისა და მოლდოვის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს დემოკრატიაზე თავდასხმად აფასებს.
„მათ არ აქვთ არავითარი ლეგიტიმური საფუძველი, მუშაობა აუკრძალონ ამ არხებს ნებისმიერ ევროპულ ინსტიტუციაში. მათ რომ ჰქონდეთ რაიმე მოსადავებელი, რაიმე რეალურ დარღვევას რომ ჰქონდეს ადგილი, ისინი ამ საბაბს არავითარ შემთხვევაში არ დატოვებდნენ უყურადღებოდ და აუცილებლად გამოიყენებდნენ ლეგალურ სამართლებრივ პროცედურებს, მაგრამ რადგან ეს არ აქვთ, ისინი მიმართავენ ამ უსამართლო აკრძალვას და პირდაპირ თავს ესხმიან დემოკრატიას“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს” საქმიანობა 1 წლით აუკრძალა. მოლდოვამ კი სამ ქართულ მაუწყებელს – „იმედს”, „რუსთავი ორსა“ და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი განმარტების გარეშე უთხრა.
