შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ირანთან მოლაპარაკებებში პროგრესს აღწევს.
მისივე თქმით, უცვლელი რჩება პრეზიდენტ ტრამპის წითელი ხაზი – ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს.
„მოლაპარაკებები ძალიან სენსიტიურია. მგონია, რომ პროგრესს ვაღწევთ. მთავარი კითხვა ისაა, მივაღწიეთ თუ არა საკმარისი პროგრესი იმისთვის, რომ პრეზიდენტის წითელ ხაზს დავაკმაყოფილოთ. წითელი ხაზი კი ძალიან მარტივია, პრეზიდენტი უნდა დარწმუნდეს, რომ შევქმენით საკმარისი დაცვის მექანიზმები, რთა ირანს არასოდეს ჰქონდეს ბირთვული იარაღი“, – განაცხადა ვენსმა.
ჯეი დი ვენსმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპს აქვს როგორც დიპლომატიური, ასევე სამხედრო ვარიანტები, თუმცა მთავარი მიზანი ირანის ბირთვული შეიარაღების თავიდან აცილებაა.
„ბირთვული გავრცელება შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ყველაზე დიდი საფრთხეა. ირანი თუ მიიღებს ბირთვულ იარაღს, რამდენიმე არაბულ სახელმწიფოსაც მოუნდება იგი, შემდეგ სხვა ქვეყნებსაც“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
ვენსმა ასევე უარყო ინფორმაცია მისი შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატურის შესახებ და აღნიშნა, რომ ამჟამად მიმდინარე საქმეებზეა კონცენტრირებული. ამასთან, ვენსმა სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო „ძალიან ძვირფას მეგობრად“ და „შესანიშნავ სახელმწიფო მდივნად“ დაახასიათა.
