„შემთხვევით არ არის, რომ იოანე ღვთისმეტყველს სიყვარულის მოციქული ეწოდება. ჩვენ შევთხოვთ წმინდა მოციქულებს, რათა უფალმა მოგვანიჭოს შენდობა ცოდვათა ჩვენთა და დიდი წყალობა.
პირველი ტაძარი, რომელიც იყო აშენებული საქართველოში ეს იყო 13 მოციქულის სახელობის ტაძარი, სადაც ჩვენ ვიმყოფებით. მე მახსენდება მისი უწმინდესობის, ეფრემ მეორის სიტყვები – ” ხელში რომ აიღო ქართული მიწა და გამოწურო, ქართველი მოწამეების სისხლი გამოუვა მასო”. აი, ჩვენ უნდა გვახსოვდეს ის ღვაწლი, ის თავდადება, რომელთაც დაიმსახურეს პატივისცემა და სიყვარული 12-მა მოციქულმა და უპირველეს ყოვლისა, ეს იყო სიყვარული. შემთხვევითი არ არის, რომ იოანე ღვთისმეტყველს სიყვარულის მოციქული ეწოდება. ჩვენ შევთხოვთ წმინდა მოციქულებს, რათა უფალმა მოგვანიჭოს შენდობა ცოდვათა ჩვენთა და დიდი წყალობა”, – ბრძანა პატრიარქმა.
წმინდა სინოდის წევრებმა ილია მეორეს აღსაყდრებიდან 40 და დაბადებიდან 85 წლის იუბილე მიულოცეს. მეუფე დანიელმა მილოცვის სპეციალური ტექსტი წაიკითხა. პატრიარქმა რამდენიმე სასულიერო პირი დააჯილდოვა. მან წმინდა ნინოს გზის მონაწილეებიც დალოცა და სიგელები გადასცა.
წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქის თხოვნით მრევლმა და სასულიერო პირებმა მოციქულების ტროპარი ერთობლივად იგალობეს.