ინიციატივა არის დროული და აუცილებელი. ეს არის არა სიძულვილის ენა სინამდვილეში, ეს არის კლასიკური გაგებით ჩვეულებრივი ტერორი, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა შსს-ში სპეციალური სამმართველოს შექმნასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ის, რაც დღეს ხდება, არ არის გამოხატვის თავისუფლება, ეს არის ტერორი.
„ინიციატივა არის მეტად მნიშვნელოვანი, დროული და აუცილებელი. ეს არის არა სიძულვილის ენა სინამდვილეში, ეს არის კლასიკური გაგებით ჩვეულებრივი ტერორი. შესაბამისად, განსხვავებული აზრი, კრიტიკა ან შეხედულება ეს არის რა თქმა უნდა ყველას უფლება, მაგრამ არ შეიძლება, რომ სხვის უფლებებში შეიჭრას სხვა და დავინახოთ ან მოვისმინოთ ისეთი უმსგავსობები, რომელსაც წარმოუდგენელია, რომ ცივილურ სახელმწიფოში ჰქონდეს ადგილი. მეტსაც გეტყვით, სხვა ქვეყანაში თუ ეს არის მისაღები და ეს რეგულირებული არის, ეს ჩვენს ქვეყანაშიც რეგულირებული არის. უბრალოდ, არ არის აღსრულების ეფექტურ მექანიზმზე საუბარი“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. როგორც მან აღნიშნა, შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირება იქნება.
