შსს-ს დაცვის პოლიციის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა დაკარგული 14 წლის ტყუპები ბათუმის ბულვარში იპოვეს. მოზარდებს მეორე დღეა ოჯახი და ახლობლები ეძებდნენ. ნიკა და ლუკა ცანავები უვნებლად არიან.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკარგული ძმების სამძებრო სამუშაოები 13 ივლისიდან დაიწყო. როგორც ოჯახის წევრები აცხადებდნენ, ნიკა და ლუკა ცანავები სახლიდან 12 ივლისს გავიდნენ. ბოლოს ისინი ავლაბრის მეტროსთან სამარშუტო ტაქსის მძროლმა ნახა, ამის შემდეგ ტყუპების კვალი დაიკარგა.
კომენტარები