სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები გაცნობითი ხასიათის ვიზიტით იმყოფებოდნენ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურში.
ვიზიტების ფარგლებში იუნკერებმა მიიღეს ინფორმაცია ორივე უწყების ფუნქციების, სტრუქტურისა და ძირითადი საქმიანობის შესახებ. საინფორმაციო შეხვედრების დროს ისინი გაეცნენ აღნიშნული სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობის სპეციფიკას და პროფესიული საქმიანობის პრაქტიკულ ასპექტებს.
მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს იუნკერების სახელმწიფოებრივი ცნობიერების ამაღლებას, სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობის უკეთ გაცნობას, სამომავლო კარიერული განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ცოდნისა და გამოცდილების მიღებას.
ეროვნული თავდაცვის აკადემია განაგრძობს სხვადასხვა სახელმწიფო და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, რაც იუნკერებს მრავალმხრივი განვითარებისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურში იმყოფებოდნენ
02.06.2026 11:54:01
ნანახია: 4 ჯერ
