საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს მაგისტრალური გზის მონაკვეთების სამშენებლო სამუშაოების საერთაშორისო ტენდერები (4 ლოტად) ხელახლა გამოაცხადა.
რუსთავი-წითელი ხიდისა (რუსთავი-ალგეთი (ლოტი I); ალგეთი-წითელი ხიდი ლოტი II) და ალგეთი-სადახლოს (ალგეთი-არფალო (ლოტი III); არფალო-სადახლო (ლოტი IV) მონაკვეთები აღმოსავლეთ-დასავლეთისა და სამხრეთ-ჩრდილოეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების მნიშვნელოვანი ნაწილია და საქართველოს საგზაო ქსელს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებთან აკავშირებს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, საერთო ჯამში, 61.2 კმ სიგრძის 4-ზოლიანი ბეტონის საფარის ჩქაროსნული გზის მშენებლობა, რომელიც აღიჭურვება გარე განათების სისტემით. ასევე, გათვალისწინებულია 26 ხიდისა და 11 სატრანსპორტო კვანძის მოწყობა, საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით.
პროექტი ხორციელდება ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან (EIB) მიღებული სესხისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით.
მაგისტრალური გზის მონაკვეთების პროექტირება მსოფლიო ბანკის (WB) ფინანსური მხარდაჭერით ჰოლანდიურმა კომპანიამ განახორციელა.
ტენდერების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შესაბამის ბმულებზე:
https://shortlink.uk/1qWQH
https://shortlink.uk/1qWQT
