პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, თეა წულუკიანის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ რეფორმების გზით ქვეყანა წინ მიყავს.
როგორც წულუკიანმა გადაცემაში „ღია ეთერი – დებატები“ აღნიშნა, საქართველო არასდროს იქნება ბრიუსელის ხელის ბიჭი.
„თვითონ ევროკავშირის, ევროკომისიის დოკუმენტები მოწმობს, რომ ჩვენ წინ ვართ მოლდოვასა და უკრაინაზე. მაგრამ დღეს, წინა პერიოდისგან განსხვავებით ამის აღიარება არ ხდება და არ ხდება იმიტომ, რომ ბრიუსელმა დაინახა, რომ ჩვენ ყველაფრის ფასად ვერ ვიქნებით ხელის ბიჭი, ხელის ბიჭები სხვა ქვეყნებში ეძებონ“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
კომენტარები
