7 ივნისს სომხეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე, საარჩევნო უბნების დახურვის დროისთვის (20:00 საათზე) ამომრჩეველთა აქტივობამ 58.97% შეადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ხმის მიცემის უფლებით 1 476 597-მა მოქალაქემ ისარგებლა.
„20:00 საათის მდგომარეობით, სომხეთის არჩევნებში 1 476 597 მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. აქტივობამ 58.97% შეადგინა“,- განაცხადეს კომისიაში.
შედარებისთვის, 2021 წლის 20 ივნისს ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 49.41%-მა, რაც 1 281 911 ამომრჩეველს შეადგენდა.
საპარლამენტო არჩევნები სომხეთში 7 ივნისს გაიმართა.
კომენტარები
