ბერლინში, ფრიდრიხ მერცის მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. ბრანდენბურგის კარიბჭესთან, კანცლერის მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, ათასობით ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრანტები აცხადებდნენ, რომ მმართველმა კოალიციამ, წელიწადზე მეტხნიანი მმართველობის პერიოდში, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ვერ შეძლო.
აქციის ორგანიზატორებმა 11-პუნქტიანი მოთხოვნების სიაც წარადგინეს. ისინი მთავრობის გადადგომასთან ერთად, მოითხოვენ შვეიცარიული ტიპის პირდაპირი დემოკრატიის დანერგვას, ნასამართლევი, კრიმინალური წარსულის და არალეგალურად მყოფი მიგრანტების დაუყოვნებლივი დეპორტაციას, ჯანდაცვის ახალი რეფორმის შეჩერებასა და საზოგადოებრივი მაუწყებლობისთვის სავალდებულო გადასახადის გაუქმებას.
კომენტარები
