აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ირანზე „სრული გამარჯვების“ შესახებ ორ კვირაში გამოაცხადებს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტრამპის თქმით, ახლა აშშ მოლაპარაკებებს აწარმოებს, ხოლო ირანს „ძალიან სასარგებლო გარიგების დადება სურს“.
„ისინი მზად არიან მოგვცენ ყველაფერი და ბირთვულ იარაღზე უარი თქვან. ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ, ნამდვილად გავიმარჯვებთ, როცა ორი კვირის განმავლობაში სრულ გამარჯვებას გამოვაცხადებთ. ეს სრული გამარჯვება იქნება, ძალიან მალე მოხდება, ხოლო ნავთობზე ფასი მკვეთრად დაეცემა“, – განაცხადა ტრამპმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ რა დათანხმდა ირანი გარიგებას, თუ მას მისი დადება სურს, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ირანი „ძლიერი და ამაყია“.
„ისინი ამაყები არიან. არსებობს რაღაც, რის გაკეთებასაც ისინი არ ფიქრობდნენ, მაგრამ მოუწევთ. მათ სხვა არჩევანი არ აქვთ. და ამას დრო დასჭირდება“, – დასძინა მან.
