საგარეო საქმეთა სამინისტრო სოსო ოსორაულის საქმესთან დაკავშირებით აქტიურად მუშაობს. განცხადებას სამხრეთ აფრიკაში საქართველოს ელჩი აკეთებს. ბექა დვალის თქმით, ქართველი პილოტის ადგილსამყოფელის დასადგენად ქართულ მხარეს აქტიური კომუნიკაცია აქვს, როგორც კონგოს ხელისუფლებასთან, ისე გაეროსა და წითელი ჯვრის წარმომადგენლებთან.
ოსორაულის ტყვედ ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია 22 თებერვალს გავრცელდა. ქართველი მფრინავი წლების განმავლობაში ქართულ ჯარში მსახურობდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ის შეიარაღებული ძალებიდან 2015 წელს, საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა.
კომენტარები