გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელის მეუღლე ვახო თურნავა “ქართველთა მარშის” ორგანიზატორთა და მხარდამჭერთა ნაწილის მხრიდან თათია დოლიძის მიმართ შეურაცხმყოფელ და მუქარის შემცველ კომენტარებს ეხმაურება.
“ყველა იმ გარეწარს, ვინც ემუქრება ჩემს ოჯახს და იკადრა ჩემს მეუღლეზე ეს ენით აუღწერელი სიბინძურის დაწერა! ძალიან მალე გაირკვევა სიმართლე და არცერთს არ შეგრჩებათ! სიტყვები არ მყოფნის, რა უნდა დავუძახო თქვენს საქციელს, ქვეყნის დამქცევი ნ…ი ხართ… რაც შეეხება ლიბერალიზმის მამებს, შეწყვიტეთ ვითომდა სოლიდარობის გამოცხადება, ამის მორალური უფლებაც კი არ გაქვთ. თქვენ იმათ გამოუცხადეთ სოლიდარობა ვისი ოჯახებიც მიწასთან გაასწორებული გყავდათ წლების მანძილზე”, – წერს სოციალურ ქსელში ვახო თურნავა.
კომენტარები