ბრძოლა სიძულვილის ენის წინააღმდეგ აქტიურ ფაზაში შევიდა.
სიძულვილის ენა მხოლოდ უცენზურო სიტყვები არ არის. ის მოიცავს ადამიანების დამცირებას, მათთვის შეურაცხმყოფელი იარლიყების მიწებებას, დეჰუმანიზაციასა და საჯარო სივრცეში ზიზღის ნორმალიზებას.
როდესაც პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი დისკუსია არგუმენტებიდან შეურაცხყოფაზე გადადის, ზიანდება არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანი, არამედ მთლიანად საზოგადოებრივი გარემო.
მუდმივად მიმდინარეობს დისკუსია გამოხატვის თავისუფლებასა და სიძულვილის ენის რეგულირებას შორის. საერთაშორისო პრაქტიკა მკაფიოდ მიუთითებს, რომ გამოხატვის თავისუფლება არ გულისხმობს ძალადობის, დისკრიმინაციისა და დაპირისპირებისკენ მოწოდების უფლებას.
გაკვეთილები სიძულვილის ენის გამოყენების წინააღმდეგ – ნახეთ ანუკი გუმბერიძის სპეციალური რეპორტაჟი.
კომენტარები
