უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, დიდ ბრიტანეთში უკრაინის მოქმედმა ელჩმა ვალერი ზალუჟნიმ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ზალუჟნი კირ სტარმერის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომამდე რამდენიმე დღით ადრე კიევში გამოიძახეს.
კიევში ზალუჟნიმ ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრა გამართა. უკრაინის ყოფილმა მთავარსარდალმა და ზელენსკიმ ჯერ ბრიტანეთში მიმდინარე ამბები განიხილეს. ხოლო ამის შედეგ უკრაინის პრეზიდენტმა მას უთხრა, რომ ვითარება ფრონტზე პოზიტიურისკენ იცვლება, საზოგადოება კონსოლიდირებულია და არჩევნების ჩასატარებლად „ფანჯარა გამოჩნდა“.
როგორც უკრაინული მედია იუწყება, ზელენსკიმ დასძინა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ისე უნდა ჩატარდეს, რომ უკრაინული საზოგადოება არ გაიხლიჩოს. ზელენსკიმ ზალუჟნის პირდაპირ ჰკითხა: „თუ არჩევნები შემოდგომაზე ჩატარდება, თქვენ კენჭს იყრით?“, რაზეც ზალუჟნიმ დადებითი პასუხი გასცა.
