აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი შეთანხმების მიღწევას ითხოვს, თუმცა ორივე მხარემ გადაწყვიტა, მოლაპარაკებებში ერთკვირიანი პაუზა აიღონ, სანამ აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებები დასრულდება. ამის თაობაზე მან გამოცემა Axios-თან ისაუბრა.
„ყველანი იქ არიან. ერთი დარტყმაც საკმარისი იქნებოდა, რომ ყველა გაგვენადგურებინა, მაგრამ ამას არ ვიზამთ, რადგან მოლაპარაკებისთვის აღარავინ დაგვრჩებოდა“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გაუკვირდა დაკრძალვაზე დამსწრე ირანელების ცრემლები.
„მეგონა, ხალხს ხამენეი სძულდა. შეიძლება, ეს ცრემლები ყალბი იყო“, – განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის თაობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, შეხვედრა შესაძლოა მომავალ კვირას გაიმართოს.
„ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ნეთანიაჰუმ იცის, ვინ არის მთავარი“, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.
