გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი აცხადებს, რომ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრებს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის უფლება უნდა შეეზღუდოთ. მისი თქმით, შესაძლებლობა იმისა, რომ პარტიამ სექტემბრის არჩევნებზე საქსონია-ანჰალტში უმრავლესობა მოიპოვოს, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, რადგანაც საქმე ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება. გერმანიის თავდაცვის მინისტრის მტკიცებით, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ფულს რუსეთიდან იღებს და ვლადიმერ პუტინთან მჭიდრო კავშირები აქვს.
„საკმარისია მოვუსმინოთ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ბევრი წარმომადგენლის საჯარო განცხადებებს. მათი მჭიდრო კავშირები პუტინთან უდავოა. ასევე, არსებობს ეჭვი, რომ ისინი რუსეთიდან ფულს იღებენ. ჩვენ ინტენსიურად ვსწავლობთ საკითხს იმის შესახებ, თუ ვის შეიძლება მივცეთ წვდომა საიდუმლო ინფორმაციაზე. ამას უკვე ვაკეთებთ. ჩვენ ვალდებულნი ვართ ასე მოვიქცეთ, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება“, – განაცხადა მინისტრმა.“
