დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ინფორმაცია თეთრ სახლში დაადასტურეს. აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა ანკარაში ნატოს სამიტის ფარგლებში გაიმართება. ორი ქვეყნის ლიდერები 8 ივლისს, შუადღისას შეხვდებიან.
ანონიმურმა წყარომ მედიას ასევე განუცხადა, რომ საუბრის მთავარი თემა უკრაინაში ომის დასრულება იქნება, ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ კი ტრამპი ამ საკითხზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც გაესაუბრება.
კომენტარები
