აჭარის ხელოვნების მუზეუმში თვითნასწავლი ლაზი მხატვრისა და პოეტის, ხასან ჰელიმიშის მემორიალური გამოფენა გაიხსნა და ის ხელოვანის გარდაცვალებიდან 50 წლისთავს ეძღვნება.
დამთვალიერებელს სარფის ლაზურ ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცული ნამუშევრების ნახვა 24 ივლისის ჩათვლით შეუძლია. წარმოდგენილი ფერწერული ტილოები უმეტესად ზღვის თემატიკას ასახავს.
კომენტარები
