პრემიერ-მინისტრს სინგაპურში ექნება სამუშაო შეხვედრები სინგაპურის პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან. ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება სინგაპურთან და გამოცდილების გაზიარება სხვადასხვა მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრი მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვდება ფინტექ კომპანიების წარმომადგენლებს, ასევე სინგაპურის საერთაშორისო აეროპორტის აღმასრულებელ დირექტორს.
„სინგაპური რეგიონში წარმოადგენს ფინანსურ და ლოგისტიკურ ჰაბს. ანალოგიურად, საქართველო თავის რეგიონში წარმოადგენს ასეთ ჰაბს. ჩვენ ძალიან ბევრი ინვესტიცია ვდებთ დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაში, ასევე იმაში, რომ საქართველო კიდევ უფრო ძლიერად წარმოადგენდეს ფინანსურ და ლოგისტიკურ ჰაბს თავისივე რეგიონში, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი არის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება სინგაპურთან და გამოცდილების გაზიარება სხვადასხვა მიმართულებით“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
