ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ დაწერილი პოსტის გამო. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნულ განცხადებაზე სამართლებრივი რეაგირებისთვის შს სამინისტროში შექმნილმა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.
კომენტარები
