ჩემს ყველა სტატუსს ვაწერ ხელს, უბრალოდ თქვენთვის რა არის ამ სტატუსში კონკრეტულად შეურაცხმყოფელი?! სასაცილო მდგომარეობაში რომ ხართ ხვდებით?! – ასე მიმართა ტელეწამყვანმა ვახო სანაიამ „ქრონიკის“ ჟურნალისტს.
დაპატიმრებამდე სანაია „იმედის“ ჟურნალისტისგან ითხოვდა იმის ახსნას, თუ რომელ სტატუსზე ედავებოდა მას შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ დაწერილი პოსტის გამო. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო.
კომენტარები
