აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, მიხეილ სააკაშვილის მიერ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიმართ მწვავე კრიტიკას ეხმიანება, რომლის განცხადებითაც: „სრულიად სამარცხვინოდ “ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ჩემი ტყვეობის მეხუთე წელს, არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში – არანაირი ავტორიტეტი ხალხში თქვენ არ გაქვთ, ხალხი თქვენ გთვლით არაგულწრფელ, არაეფექტურ გრანტიჭამიებად“.
ანანიძის განცხადებით, ეს ის შემთხვევაა და თანაც იშვიათი, როდესაც სააკაშვილიც და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოც“ მართალია.
„ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ორივე მხარე მართალია.“- წერს ანანიძე.

კომენტარები
