თბილისში, კარტოზიას ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულზე ხანძარი გაჩნდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლიკვიდირებულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სახანძრო სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა საცხოვრებელი ბინიდან მამაკაცი უვნებლად გამოიყვანეს.
კომენტარები
