გიორგი ბარამიძის მიერ საკუთარი ქვეყნის მადისკრიმინირებელი განცხადების გაკეთება, უკვე აღარ ჯდება ხელისუფლებასთან ბრძოლის კონტექსტში, ვინაიდან ეს თავისი შინაარსით ემსახურება მსოფლიოს თვალში, ქართველი ერის იმიჯის გაცამტვერებას, – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია “მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე, სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ბარამიძეს ელაპარაკა იმ გმირობაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ომის დროს, როდესაც ჩვენი გმირი პატრიოტები 13 თვის და 13 დღის განმავლობაში თითქმის შიშველი ხელებით ებრძოდნენ მტერს, გამოვიდა და საქართველო ტყვეთა ხოცვაში დაადანაშაულა.
„გამოუსწორებელი შეცდომა თუ დივერსია საქართველოზე
გიორგი ბარამიძის მიერ საკუთარი ქვეყნის მადისკრიმინირებელი განცხადების გაკეთება, უკვე აღარ ჯდება ხელისუფლებასთან ბრძოლის კონტექსტში, ვინაიდან ეს თავისი შინაარსით ემსახურება მსოფლიოს თვალში, ქართველი ერის იმიჯის გაცამტვერებას.
ბარამიძისა და დანარჩენი აგენტურის მიერ ამ ფრაზის შელამაზება აზრს კარგავს, ვინაიდან ტყვედ ჩავარდნილი, განიარაღებული და ვერავისთვის საფრთხის მიმყენებელი ადამიანების დახვრეტა, ან წამება, ომის დროსაც კი ითვლება ყოვლად მიუღებლად, დანაშაულად და აკრძალულია საერთაშორისო ნორმებითაც კი. ბარამიძემ სწორედ ეს ყოვლად ამორალური და კანონით აკრძალული დანაშაული დააბრალა ქართულ ჯარს და მოხალისეებად მებრძოლ ქართველ პატრიოტებს.
ამ ფაქტის შემდეგ საინტერესო და აქტუალური ხდება ის, თუ რას მოიმოქმედებს ხელისუფლება. ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები, იქნება არა იმდენად ბარამიძის მიმართ სამართლებრივი რეაგირების ამსახველი, რამდენადაც თვითონ ხელისუფლების მამხილებელი, თუ როგორ უპასუხებს ის მსოფლიოს თვალში ქვეყნის იმიჯისა და პრესტიჟის დამანგრეველს. ნაცების რიტორიკა, “ოცნება რუსულია” – დასრულდა, დასრულდა რუსების წარმოჩენა, ქართველების ერთადერთ დაუძინებელ მტრად, ვინაიდან თვით რუსებსაც კი არ უკადრიათ დაებრალებინათ ქართველებისათვის ის, რაც ამ უცხო ქვეყნის აგენტმა იკადრა და დააბრალა ქართველ მეომრებსა და ქართველ ერს.
ნაცვლად იმისა, რომ ბარამიძეს, იაგო ხვიჩიასთან ინტერვიუში, ელაპარაკა იმ თავგანწირვასა და გმირობაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ომის დროს, როდესაც ჩვენი გმირი პატრიოტები, კბილებამდე შეიარაღებულ მტერს, 13 თვის და 13 დღის განმავლობაში თითქმის შიშველი ხელებით ებრძოდნენ (ფაქტიურად ბრძოლებში მოპოვებული, “ტრაფეინი” იარაღებით, ვინაიდან ეს ომიც გაყიდული იყო) და ეთქვა, მსოფლიოს გასაგონად, რომ საქართველოს მიერ, გმირულად დაღვრილი სისხლი არ გვაძლევს იმის უფლებას, შეგვაგუონ ჩვენი ტერიტორიების წართმევასო, გამოვიდა და საქართველო ტყვეთა ხოცვაში დაადანაშაულა.
მერამდენე და კიდევ რა ნაძირლობა უნდა ჩაიდინონ ნაცებმა, რომ მათმა ტვინგაყინულმა მომხრეებმა გაიგონ, რასთან გვაქვს საქმე. იშვიათია ისეთი მტერი, რომელიც შეძლებლა რეპუტაციულად ასე დაეზიანებინა საქართველო. ომი შეიძლება მოიგო ან წააგო ღვთის განგებით, მაგრამ ძალიან უნდა მოინდომო, რომ ომმა რეპუტაციულად ისე დაგაზიანოს, როგორც ეს ბარამიძემ შეძლო და მოახერხა.
მეორე გამოსვლისას, როდესაც ბარამიძე შეეცადა თავის მართლებას, ჯერ თქვა, არასწორად გაიგეს ჩემი სიტყვებიო და თან იქვე გაიმეორა, სწორი და კაცური საქციელია, როდესაც ომში შენ ოჯახის წევრს ან ნათესავს გიკლავენ, შენ მტრის მეომარი ტყვედ კი არ უნდა აიყვანო, არამედ უნდა დახვრიტო და რა არის ამაში გასაკვირიო? თავიდან ნათქვამი – “რუსებს დისციპლინა ჰქონდათ და იმიტომ არ ხვრეტდნენ ქართველ ტყვეებს”-ო, თავის მართლების დროს, მეორე გამოსვლაში თავისივე ნათქვამი, მის ჭკუით ასე გამოასწორა: “არა, რუსები დისციპლინის გამო კი არ ამბობდნენ უარს ქართველი ტყვეების დახვრეტაზე, არამედ უნდოდათ, რომ მათგან ჩვენი ჯარის პოზიციებზე, აღჭურვილობაზე და გეგმებზე მიეღოთ ინფორმაცია”-ო.ანუ რა გამოდის, ჩვენ არ გვაინტერესებდა მტრისგან ამ სახის ინფორმაციის მიღება თუ ყველაფერი ისედაც ზეპირად ვიცოდით? მოკლედ, მის პირველ და მეორე გამოსვლაშიც ზედაპირზე დევს ბარამიძის და ზოგადად, ნაცების დამოკიდებულება, ადამიანის სიცოცხლისადმი. თუ შენ არ მოგწონს სხვისი პოზიცია, თუ მტრად მიგაჩნია მეორე მხარე, რომელმაც, მით უმეტეს, ცუდი რაღაცები ჩაიდინა, შენ უფლება გაქვს დახვრეტისა და მისი სიცოცხლის სხვაგვარი მოსპობისა. ამის ჩამდენს კი თურმე ყველამ უნდა გაუგოს.
ასეთი აზროვნების გამო იყო ნაცების მმართველობის დროს გაუფერულებული და გაუფასურებულ ადამიანის (ვინც ნაცებს არ ეთანხმებოდა) სიცოცხლე და ღირსება. ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ბარამიძის ნაბოდვარიც, რომელმაც სათავე დაუდო და ახალი საკვები მისცა გარეული მტრების გააქტიურებას საქართველოს მიმართ“, – წერს კაკაბაძე,
