ტრანსგენდერი ქალი მირანდა ფაღავა სოციალურ ქსელში თავდასხმის შესახებ წერს.
“გუშინ საღამოს საათებში თავდაცვის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მე და ჩემს ტრანსგენდერ მეგობრებს ორი ჩვენთვის უცნობი პიროვნება დაგვესხნენ თავს. პიროვნებები შეიარაღებულები იყვნენ ელექტროშოკერებით, წიწაკის სპრეებით და განსაკუთრებული სისასტიკით, მიზანმიმართულად მოგვაყენეს ფიზიკური ზიანი. სამ ჩვენგანს, მათ შორის მე, დაგვჭირდა სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და ჰოსპიტალიზაცია დამწვრობის ცენტრში. დაზიანებები აღმენიშნება სახისა და მერჯვენა ხელის მიდამოებში, ანალოგიურად ჩემს მეგობრებსაც. ინციდენტს შეესწრო კრიმინალური პოლიცია, მათ ოპერატიულად მოახდინეს პიროვნებების დაკავება და სიტუაციის განმუხტვა, თუმცა შემდეგ მათი მიდგომა რადიკალურად შეიცვალა ჩვენს მიმართ (ალბათ თავდამსხმელების ვინაობიდან გამომდინარე) ჩვენგან მოითხოვდნენ რომ საჩივარი არ დაგვეწერა წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დაგვაკავებდნენ, ჩემზე რა თქმა უნდა, მსგავსი მუქარები არ მოქმედებს. თუმცა ჩემი ტრანსგენდერი მეგობრები დაიყოლიეს და უარი ათქმევინეს საჩივრის დაწერაზე, ასევე კაკებეს მეტოდებით მათ იყენებენ ჩემს წინააღმდეგ და ემუქრებიან რომ მე თუ დავწერ საჩივარს მათ გამოუჩხრიკავენ რაღაც საქმეებს და დააკავებენ. ძაან დიდი ბოდიში ჩემო მიკერძოვებულო კრიმინალურის თანამშრომლებო, მაგრამ მე არ მეშინია. დღეს დაგადგებით ადვოკატთან სახალხო დამცველთან და გენინსპექციის წარმომადგენელთან ერთად და როგორ არ გამოიძიებთ ამ საქმეს მაგასაც ვნახავთ.
P.S. პიროვნებები აცხადებენ, რომ ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე მე და ჩემმა მეგობარმა მანქანა დავულეწეთ ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე და სწორედ ამიტომ შეიარაღებულები მოვიდნენ სამაგიეროს გადასახდელად. ანუ დაგეგმილ დანაშაულს განზრახ სიცოცხლის მოსპობის მცდელობას აგიარებენ“, – წერს დაზარალებული.