“საქართველო არ იმსახურებს, რომ ის უსამართლოდ გააკრიტიკონ. არ იმსახურებს, რომ მისი ადგილი იყოს დაკნინებული. არ იმსახურებს, რომ წარმოაჩინონ, თითქოს ვითარება არის ცუდი, როდესაც თავიანთი კვლევებით ადასტურებენ, რომ ვითარება არის კარგი და მიმდინარეობს სწორი მიმართულებით ქვეყნის განვითარება”, – ამის შესახებ გადაცემაში „EURO ანატომია“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ ისაუბრა.
„მე ვერ ვპოულობ საფუძველს, თუ რა შეიძლება იყოს, საქართველოს არასწორი, უსამართლო კრიტიკის მიზეზი ან საფუძველი. საქართველო არ იმსახურებს, რომ ის უსამართლოდ გააკრიტიკონ. არ იმსახურებს, რომ მისი ადგილი იყოს დაკნინებული. არ იმსახურებს, რომ წარმოაჩინონ, თითქოს ვითარება არის ცუდი, როდესაც თავიანთი კვლევებით ადასტურებენ, რომ ვითარება არის კარგი და მიმდინარეობს სწორი მიმართულებით ქვეყნის განვითარება.
როდესაც მათივე ორგანიზებით წარმოებული კვლევა ერთს ამბობს და მათი მესვეურთა განცხადებები ერთმანეთისგან განსხვავდება – კვლევა განსხვავდება პოლიტიკური ნარატივისგან, ამ დროს უმჯობესია, პოლიტიკურმა ნარატივმა დაუთმოს გზა კვლევას და კვლევამ ისაუბროს“, – აღნიშნა დუნდუამ.
