სპორტის სასახლეში მიმდინარე საზეიმო ღონისძიებიდან ზაზა ფაჩულიამ გულშემატკივრებს მიმართა. ფაჩულიამ გულსშემატკივრებს მადლობა გადაუხადა..
მსოფლიო ჩემპიონის განცხადებით, მისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ქართველების გვერდში დგომა. “დაუღალავი შრომის შემდეგ, ბევრი კრიტიკის შემდეგ, 12 ივლისს, როდესაც გავხდით ჩემპიონები და მივიღე ეს თასი, ყველაფერი დამავიწყდა, ყველაფერი წარსულს ჩაბარდა და ჩემთვის მთავარი იყო, რომ იმ დღეს ვიყავი მსოფლიო ჩემპიონი. ეს თასი არის ჩვენი, ეს თასი არის საქართველოსი, თქვენი გულშემატკივრობის და მხარდაჭერის გარეშე არაფერი მოხდებოდა”, – განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.
სპორტის სასახლეში ზაზა ფაჩულიასადმი მიძღვნილი ღონისძიება და ქართველი გულშემატკივრებისთვის NBA-ის თაისის ოფიციალური წარდგენის ცერემონია მიმდინარეობს. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრთა კაბინეტის წევრები და აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი ესწრებიან.
“თქვენი გულშემატკივრობის და მხარდაჭერის გარეშე არაფერი მოხდებოდა”
2017/08/07 23:08:02
ნანახია: 1646 ჯერ