ჩინეთში 7-ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა. სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია სულ მცირე 5 და დაშავებულია 88 ადამიანი, დანგრეულია 25 ათასამდე საცხოვრებელი სახლი. მიწისძვრის შედეგად ნაწილობრივ ჩამოინგრა მთიან რეგიონში მდებარე სასტუმრო “ტიანტანი”, სადაც 2000-მდე ტურისტი იყო განთავსებული.
მაშველებმა სასტუმროს შენობიდან 500-მდე ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს.
კომენტარები