აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც დაადგინა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაარღვია ფედერალური კანონი, როდესაც ერთპიროვნულად დააწესა მასშტაბური ტარიფები მთელ მსოფლიოში.
„ისინი ძალიან არაპატრიოტულები და ჩვენი კონსტიტუციის მიმართ არალოიალურები არიან. ჩემი აზრით, სასამართლო მოექცა უცხოური ინტერესებისა და იმ პოლიტიკური მოძრაობის გავლენის ქვეშ, რომელიც იმაზე ბევრად მცირეა, ვიდრე ხალხს ჰგონია“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე უცხოურმა ინტერესებმა მოახდინა გავლენა.
„ვფიქრობ, უცხოურ ინტერესებს წარმოადგენენ ის ადამიანები, რომლებსაც, ჩემი რწმენით, არაჯეროვანი გავლენა აქვთ. მათ დიდი გავლენა აქვთ უზენაეს სასამართლოზე – იქნება ეს შიშის, პატივისცემის თუ მეგობრობის მეშვეობით, არ ვიცი. მაგრამ მე ვიცნობ ზოგიერთ იმ ადამიანს, ვინც მეორე მხარეს იყო ჩართული და ისინი არ მომწონს“, – დასძინა მან.
