აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პარასკევს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ირანზე შეზღუდული სამხედრო დარტყმის განხორციელების შესაძლებლობას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.
მისი თქმით, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს ირანზე ზეწოლას, რათა ქვეყანა ახალ შეთანხმებაზე დაითანხმოს.
„ვფიქრობ, შემიძლია ვთქვა, რომ ამ საკითხს განვიხილავ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა თეთრ სახლში გუბერნატორებთან შეხვედრის დაწყებისას.
კომენტარები
