უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ აშშ-ის მონაწილეობის გარეშე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში მშვიდობა ვერ დამყარდება.
უნგრეთის მთავრობის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ ევროპელებს ახლა მშვიდობის დამყარება არ შეუძლიათ და ისინი ცეცხლს ეთამაშებიან.
„ამერიკის მონაწილეობის გარეშე რუსეთ-უკრაინის ომში რეალური მშვიდობა ვერ დამყარდება. სამწუხაროდ, ბრიუსელელი ევროპელები ახლა მშვიდობასთან ვერ გვაახლოებენ და ამის ნაცვლად ცეცხლს ეთამაშებიან“, – დაწერა ორბანმა.
🕊️ Without American involvement, there is no realistic path to peace in the Russia–Ukraine war. Tragically, Brusselian Europeans are currently incapable of bringing us closer to peace and are busy playing with fire instead.
🇭🇺🤝🇺🇸 Hungary stands with you. Keep going, Mr.… pic.twitter.com/TfxME13nfh
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) February 21, 2026
