საბაჟო გამშვებ პუნქტში „კარწახი“, ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები აღმოაჩინეს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, 12 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „კარწახი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოში შემომავალი თურქეთის მოქალაქის, ბ.კ-ს კუთვნილი ბარგის სკანერით დათვალიერებისას, ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები (30 ცალი) აღმოაჩინეს.
საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.
კომენტარები