ჟურნალისტების კითხვაზე, ვინ არიან თანამდებობაზე ხათრით მყოფი მინისტრები, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს ძალიან ბევრი მაღალკვალიფიციური მინისტრი ყავს.
„ძალიან ბევრი კარგი მინისტრი ყავს დღეს საქართველოს, ჩემიდან გადმოყოლილიც და ახლად დანიშნულიც. ახალ განათლების მინისტრს არ ვიცნობ, მაგრამ აქებენ. პრემიები ლამის კორუფციაზე მეტ დანაშაულად აქციეს და ესეც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა. სწორედ „ნაცინალური მოძრაობის“ დროს ყვაოდა ელიტარული კორუფცია. პრემიები გაცილებით მაღალ რანგში აწიეს. იქ იყო რაღაც გადახრები, რაც მეც არ მომეწონა, გახსოვთ ალბათ, სასჯელაღსრულების სამინისტროში იყო რაღაც გაუგებრობა პრემიებთან დაკავშრებით და მასზე ხელისუფლებას რეაქციაც ჰქონდა. მთავრობა არის ხალხის სამსახურში მდგარი მთავრობა. აქვთ განცდა, რომ საკუთარ ქვეყანას დაეხმარონ, მათი აბსოლუტური უმრავლესობის ანაზღაურებები არის იმაზე დაბალი, რაც მათ შეეძლოთ აეღოთ კერძო სტრუქტურებში მუშაობის დროს. დღეს მთავრობაში ძალიან ბევრი მაღალკვალიფიციური მინისტრია”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.