აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის ომი ამერიკაზე გავლენას არ ახდენს, გარდა იმისა, რომ ვაშინგტონი ევროპელების შუამავლობით კიევზე იარაღს ყიდის.
„ევროკავშირი იარაღის სრულ საფასურს გვიხდის. მაგრამ საქმე ამაში არაა. საქმე ისაა, რომ მას [უკრაინის ომს] ჩვენზე გავლენა არ აქვს, გარდა იმისა, რომ იარაღს ვყიდით. ჩვენ ათასობით მილი გვაშორებს. მაგრამ, არ მომწონს, როცა ვამბობ, რომ ყოველთვიურად 25 ათასი ახალგაზრდა იღუპება“, – აღნიშნა ტრამპმა.
თეთრი სახლის ლიდერმა აგრეთვე დასძინა, რომ რუსეთმა უნდა დადოს სამშვიდობო შეთანხმება უკრაინასთან, რადგან ძალიან დიდი დანაკარგები აქვს. დანაკარგები აქვს უკრაინასაც.
კომენტარები
