დღეს გახდა ნიკა გვარამია ჭეშმარიტების სიმბოლო?! – ასე უპასუხა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი საუბრობენ იმაზე, რომ „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესები ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში შედის.
„მიმაჩნია, რომ არაადეკვატურია მათი განცხადება, რადგან ამის საფუძველი არ არსებობს. მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ შეჩვეულია წლების განმავლობაში, რომ სიცრუეში აცხოვროს საზოგადოება. ასე გრძელდება ახლაც და ამაში საოცრება არაფერია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ როგორც პარტიამ, ძველებმაც და ახლებმაც, კეთილი უნდა ინებონ და პატივი სცენ კანონმდებლობას. ახლა რაღაც კანონი არ მოსწონთ და აირჩიეს ახალი აქცია, სასამართლოს საჯაროდ ტელევიზიით განიხილავენ და ამით მის განადგურებას ცდილობენ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ამას ვერ მოახერხებს ისე, როგორც ვერ მოახერხა პროკურატურის და პოლიციის შემთხვევაში. ივანიშვილმა „იმედის“ დარბევა გაიხსენა და აღნიშნა, რომ როცა ჟურნალისტები მიწაზე იყვნენ გართხმული, სწორედ ნიკა გვარამია იყო პროკურორის მოადგილე. „დღეს გახდა გვარამია ჭეშმარიტების ბოლო სიმბოლო“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
“დღეს გახდა ნიკა გვარამია ჭეშმარიტების სიმბოლო?!”
2016/06/09 15:58:03
კომენტარები
ნანახია: 2236 ჯერ