თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვის ფაქტზე, ბრალდებულ ფ.გ.-ს მიმართ და მას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.
საქმის მასალების თანახმად, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი და ნარკოტიკული საშუალება მორფინი (მარილი) ნივთმტკიცებად ამოიღეს.
”ღია სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებულის მიმართ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება ვერ იქნება შემაკავებელი, პროპორციული ზომა აღკვეთის ღონისძიების მიზნების მისაღწევად.
განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს 8-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, სასამართლოს განჩინების თანახმად, არსებობს ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და გამოძიებისათვის ხელის შეშლის საფრთხეები.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 3 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაიმართება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
სასამართლო ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ფაილ ჰუსეინოვის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
18.08.2017 19:04:32
ნანახია: 1030 ჯერ
